ბიუჯეტის შესრულების შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარ-მარტში დღგ-ს, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. ყველაზე დიდი ჩამორჩენა აქციზის ნაწილშია - საპროგნოზო მოცულობის 87.6%. მას მოსდევს იმპორტის გადასახადი, სადაც მიღებული შემოსავალი საპროგნოზო გეგმის 89.5%–ია.
2025 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 5 700 392.3 ათასი ლარი იყო, რაც პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის 102.1%-ია; აქედან გადასახადების პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 5 308 000.0 ათასი ლარი, მიღებულია 5 428 476.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 102.3%.
გადასახადები შემოსავალზე, მოგებაზე და კაპიტალის ღირებულების ნაზრდზე - საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 2 699 000.0 ათასი ლარი, მიღებული შემოსავალია 2 694 336.6 ათასი ლარი, რაც გეგმის 99.8%–ია; მათ შორის:
- აქციზის სახით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 490 491.1 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (560 000.0 ათასი ლარი) 87.6%–ია;
- გადასახადები საგარეო ვაჭრობასა და საგარეო ეკონომიკურ ოპერაციებზე (იმპორტის გადასახადი) პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 35 000.0 ათასი ლარი, მიღებული შემოსავალია 31 333.9 ათასი ლარი, რაც გეგმის 89.5%–ია.
- გადასახადები საქონელსა და მომსახურებაზე - პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობა 2 444 000.0 ათასი ლარი იყო, მიღებული შემოსავალი კი 2 363 263.0 ათასი ლარი ანუ გეგმის 96.7%–ია;
- მოგების გადასახადის საპროგნოზო მოცულობა 850 000.0 ათასი ლარი იყო, მიღებულია 820 859.7 ათასი ლარი ანუ საპროგნოზო მოცულობის 96.6%.
- დამატებული ღირებულების გადასახადის პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობა1 884 000.0 ათასი ლარი იყო, მიღებულია 1 872 772.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 99.4%;
- საშემოსავლო გადასახადის პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობა 1 849 000.0 ათასი ლარი იყო, მიღებულია 1 873 477.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 101.3%;
- სხვა გადასახადების სახით მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-მარტში შეადგინა 339 549.1 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (130 000.0 ათასი ლარი) 261.2%-ია.





