ივანიშვილის პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ 15 აპრილს ხელმოწერილი განკარგულებით, საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია ბიუჯეტიდან 705 372 ლარს მიიღებს "სტუდფესტი 2025-ის სრულფასოვნად ჩატარების მიზნით".

პარტია ახალის ერთ-ერთი წევრის, ბესიკ დონაძის განცხადებით, საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის წარმომადგენლები ის ადამიანები არიან, ვინც კობახიძეს დაყვებიან და განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებიან, ამასთან, ზემოთაღნიშნულ ორგანიზაციას არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, რომ თანხის ხარჯვის დოკუმენტაცია მიაწოდოს სამოქალაქო სექტორს.
"ეს გადარიცხული 700 000 ლარი გადაურიცხეს ისეთ ორგანიზაციას, რომელ ორგანიზაციასაც არანაირი ვალდებულება არ გააჩნია სამოქალაქო სექტორთან. ანუ, რომ მოითხოვო აღნიშნული ფულის ხარჯვის დოკუმენტაცია ამ სტუდენტურ ორგანიზაციას არ აქვს ვალდებულება, რომ მოგაწოდოს. ანუ, გამოდის, რომ ჩვენს ფულს კობახიძე იხდის მის კონკრეტულ მხარდამჭერებში და ეს მხარდამჭერები არიან ის ადამიანები, რომლებიც დაყვებიან კობახიძეს სხვადასხვა შეხვედრებზე უნივერსიტეტებში. ასევე, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც განსხვავებული აზრის სტუდენტებს უსაფრთებიან მათ უნივერსიტეტებში და უსწორდებიან" - ამბობს დონაძე TV პირველთან.
ასოციაციის დირექტორი ალექსანდრე მუკათარიძეა.





