ერაყი

ერაყის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 50 ადამიანი ემსხვერპლა

@MidEastOb / X

ერაყის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ერაყის ქალაქ ელ-კუთის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი მასიური ხანძრის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. 

სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, თუ როგორ მოიცვა ხუთსართულიანი შენობა ცეცხლმა ღამის განმავლობაში, რის პარალელურადაც მეხანძრეები მის ჩაქრობას ცდილობდნენ. 

INA-ს ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გუბერნატორმა განაცხადა, რომ გამოძიების პირველადი შედეგები 48 საათის განმავლობაში გამოქვეყნდება. 

"ჩვენ სავაჭრო ცენტრისა და შენობის მფლობელის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ," ციტირებს გუბერნატორს INA. 

ამასთან, AFP-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრი ხუთი დღის წინ გაიხსნა. პირველადი ცნობები კი მიანიშნებს, რომ ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა. 

კომენტარები