ერაყი

ერაყში ერთნაირსქესიან ურთიერთობებს 15 წლით პატიმრობით დასჯიან

Hadi Mizban/AP/picture alliance

ერაყის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ერთნაირსქესიანი ურთიერთობები პატიმრობით დაისჯება. კანონის მიხედვით პატიმრობის მინიმალურ ვადად 10, ხოლო მაქსიმალურ ვადად 15 წელი განისაზღვრა.

აღნიშნული კანონი ასევე ითვალისწინებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთას იმ პირებისთვის, ვინც "ავრცელებენ ჰომოსექსუალიზმს და პროსტიტუციას". ამას გარდა, ახალი კანონით განსაზღვრულია 1-დან 3 წლამდე პატიმრობა იმ ადამიანებისთვის, ვინც შეიცვლის მის ბიოლოგიურ სქესს ან "ჩაიცვამს ფემინურად". კანონი თავდაპირველი ვერსიით ერთნაირსქესიანი ურთიერთობებისთვის ადამიანების სიკვდილით დასჯასაც მოიაზრებდა, თუმცა ეს ნაწილი ამოღებულია.

ერაყელი კანონმდებლების მიხედვით, "კანონი იცავს ერაყულ საზოგადოებას მორალური უზნეობისგან და ჰომოსექსუალიზმის მოწოდებებისკენ, რაც მთელ მსოფლიოში გავრცელდა". 

კანონპროექტს მხარს უჭერდნენ შიიტური კონსერვატიული პარტიები, რომლებიც ერაყის პარლამენტში მთავარ კოალიციას აყალიბებენ. 

კომენტარები