აჭარის მთავრობა

რიჟვაძე აჭარის ტელევიზიის წამყვანს: მინდა, გთხოვოთ, რომ დაოკდეთ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

"მინდა, გთხოვოთ, რომ დაოკდეთ" - ამ სიტყვებით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანს, თეონა ბაკურიძეს. 

ბაკურიძემ რიჟვაძეს ჰკითხა, გაგრძელდებოდა თუ არა პრაქტიკა, რომლის დროსაც პრემიერმინისტრის შეცვლის შემდეგ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელიც იცვლებოდა, რაზეც რიჟვაძემ ჟურნალისტს "დაოკება" ურჩია. 

"ბოლო დღეებში თქვენგან განსაკუთრებით წამოიჭრა ეს საკითხი და მინდა გთხოვოთ, რომ დაოკდეთ. ვინაიდან ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას" - უპასუხა რიჟვაძემ. 

თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2018 წლის ივლისში გახდა, როდესაც პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ თანამდებობა აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემაც, დატოვა.

კომენტარები