აჭარის მთავრობა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ პოსტი დატოვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, სულხან ღლონტმა თანამდებობა დატოვა - ინფორმაცის აჭარის ტელევიზიას ეკონომიკის სამინისტრო უდასტურებს. სამინისტროს განმარტებით, მოადგილემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

"სულხან ღლონტმა აჭარის მაუწყებელს განუცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება პოლიტიკას არ უკავშირდება. ამბობს, რომ თანამდებობიდან წასვლა რამდენიმე თვის წინაც ითხოვა და ეს საცხოვრებლის ცვლილებით არის განპირობებული." - წერს აჭარის ტელევიზია.

სულხან ღლონტი აჭარის ფინანსთა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოზიციას 2019 წლიდან იკავებდა. 

კომენტარები