არჩევნები 2020

უსუფაშვილი: პროპორციული არჩევნების ძეობისთვის გავიღიმოთ, ამ ნაწილში გაღიმება შესაძლებელია

პროპორციული არჩევნების, დიახ, ძეობისთვის გავიღიმოთ. მერე გაგვახსენდება ბევრი სხვა პრობლემა და ისევ დაღვრემილები გავალთ აქედან, მაგრამ ამ ნაწილში გაღიმება შესაძლებელია. მე არ ვიცი, როდის გადადგება შს მინისტრი, არადა, მგონია, რომ უნდა გადადგეს. მე არ ვიცი, როგორ წავა სასამართლოებში საქმე დაკომპლექტების და უამრავი სხვა, ახლა არ გავაგრძელებ. 

მაგრამ მე მინდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ რა პრობლემაც არ უნდა გაჩნდეს, რა პრობლემაც ვერ უნდა მოგვარდეს დროულად, ამ პროცესს ხელი არ შეუშალოს ამ ყველაფერმა. 

ის გაუნაწილებელი თითო მანდატი ერგოს არა ყველაზე უფრო ძლიერ პარტიებს, არამედ იმათ, ვისაც ვისაც მეტი ნაშთი დარჩა მანდატების მიღების შემდეგ

შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი "პროპორციული არჩევნები 2020"-ის პრეზენტაციაზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ გამართა. პრეზენტაციის პარალელურად ახალგაზრდების ჯგუფი გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა. მას შემდეგ, რაც სასტუმროს შენობა დატოვა, პლაკატი "წადი" დავით უსუფაშვილმაც დაიკავა.

კომენტარები