იუსტიციის სამინისტრო

დღეიდან 1 ნოემბრამდე გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ID ბარათები უფასოდ გაიცემა

1 ივლისიდან გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, აქციის მიზანი საარჩევნო სიების სრულყოფა, სააგენტო მონაცემთა ბაზების დახვეწა და მოქალაქეების თანამედროვე-სანდრო ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფაა. მათივე ცნობით, მოქალაქეებს აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ. ისინი, როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან გათავისუფლდებიან. 

1 ივლისიდან 2020 წლის 1 ნოემბრამდე პირადობის მოწმობის უსასყიდლოდ მიღება შეუძლიათ პირებს, თუ: 

  • მათ სახელზე 2019 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი არ ყოფილა გაცემული;
  • მათზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი 2019 წლის 1 ივლისამდეა გაუქმებული ან უქმდება 2020 წლის 1 ნოემბრამდე;
  •  
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
  • რეგისტრაციიდან არიან მოხსნილნი, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა და აქციის ფარგლებში დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე; 
  • მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი, აქვთ გაუქმებული პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან კონკრეტულ მისამართზე;
  • რეგისტრირებულნი არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს, ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე. 

კომენტარები