აქცია პარლამენტთან

დიღმელაშვილი: როცა გაიგეს, რომ მსვლელობისთვის გვინდოდა, სცენა და პიკაპები არ მოგვაქირავეს

ტაბულა

აქციების "სირცხვილია" ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ 29 ივნისის თავისუფლების მარშისთვის სცენა და პიკაპები არ მიაქირავეს. 

მისი თქმით, უარს მას შემდეგ ეუბნებოდნენ, რაც იგებდნენ, რომ ის მსვლელობისთვის სჭირდებოდათ. 

"დღეს 7-მა კაცმა არ მოგვაქირავა სცენა. პიკაპები "დასავლეთში ჰყავთ", მას შემდეგ, რაც იგებენ, რომ მსვლელობისთვის გვჭირდება. 

ბიზნესი თავისუფლად სუნთქავს", - დაწერა დიღმელაშვილმა ფეისბუქზე. 

დღეს, 29 ივნისს, საპროტესტო აქციების მე-10 დღეს 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობაა დაგეგმილი. 

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - შს მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის ანტისაოკუპაციო მიტინგის დარბევისთვის პასუხისმგებლობა აიღოს და გადადგეს.

კომენტარები