აქცია პარლამენტთან

"გადადგეს მკვლელი მთავრობა!" – ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ პარლამენტთან აქცია იქნება

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი

TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ პარლამენტის წინ აქცია ჩაინიშნა

"გადადგეს მკვლელო მთავრობა" – ამ სახელწოდებით აქცია 6 საათზე გაიმართება. 

"მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;
2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;
3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!" – აღნიშნულია განცხადებაში. 

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

 

კომენტარები