მთავრობის დამტკიცების პარალელურად სირცხვილია პარლამენტთან აქციას გამართავს.
"ერთად შევეგებოთ ჰაკიმ ფაშას მეორედ და ბოლოჯერ მოსვლას მეგობრებო!
პ.ს. ნიახური ვისაც გაქვთ, წამოაყოლეთ". – წერია აქციის აღწერაში.
დღეს, 22 თებერვალს, პრემიერმინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.
გიორგი გახარია თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა. მან მიზეზად ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდში შეუთანხმებლობა დაასახელა. ენმ-ის თავმჯდომარეს წინა დღეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. ამის გამო, ოპოზიციური ლიდერები პარტიის ოფისში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ნიკა მელიას ფიზიკურად დაიცავდნენ.





![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)