აქცია პარლამენტთან

პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს

სქრინი/ფორმულა

პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. იქამდე, რამდენიმე მომიტინგემ პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლა, ასევე, ჯებირის მორღვევა სცადა.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ნაწილმა უკანა შესასვლელებთან მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მომიტინგეებს მიმართა, "ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გეკუთვნით თქვენ".

"ეს ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანად და მოვუწოდებ პოლიციას, შინაგან თუ სხვა ორგანოებს, არ დაუპირისპირდეთ მშვიდობიან მომიტინგეებს, ორივე მხრიდან დავიძრათ და უკანა შესასვლელთან და გვერდითა შესასვლელთან განვლაგდეთ პარლამენტის გარშემო.

ასევე, ხვალ აპირებენ პარლამენტის სესიის ჩატარებას, მოგვიწევს, ყველამ ერთად არ ჩავატარებინოთ სესია, მოვახდინოთ მშვიდობიანი პიკეტირება მანამ, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ" - თქვა ვაშაძემ და მოქალაქეებს მიმართა, ხელის აწევით დაედასტურებინათ თანხმობა.

კომენტარები