აქცია პარლამენტთან

ხვალ აქციის მეათე დღეა, 19:00-ზე რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მარში მოეწყობა

ტაბულა

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია დასრულდა. პროტესტის მეათე დღეს, 29 ივნისს, თავისუფლების მარში გაიმართება. მარში რესპუბლიკის მოედანზე, 19:00-ზე დაიწყება და თავისუფლების მოედნამდე გაგრძელდება.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - 20 ივნისის ანტისაოკუპაციო მიტინგის დარბევისთვის აიღოს პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და გადადგეს.

კომენტარები