Tbilisi Open Air

Tbilisi Open Air: ასეულობით არტისტია ჩამოსული, ჩვენს სათქმელს ვიტყვით აქედან

ფესტივალ Tbilisi Open Air-ის საორგანიზაციო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ფესტივალი გრაფიკის მიხედვით ჩატარდება.

"მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ნამდვილად არ გვაყენებს საფესტივალო განწყობაზე, ძალიან ვწუხვართ და ვბრაზობთ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო.

Tbilisi Open Air არ არის მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი, ეს არის სივრცე, რომელშიც თავისუფლების, როგორც ყველაზე დიდი ღირებულების გარშემო გაერთიანებული ადამიანები იყრიან თავს, უკვე მეათე წელია.

ამ დროისთვის უკვე ასეულობით არტისტი და სტუმარია ჩამოსული, საფესტივალო ქალაქი გაშენებულია და ჩვენ აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სათქმელს აქედან.

Tbilisi Open Air 2019 იწყება, ვგმობთ ძალადობას და ვაღიარებთ მხოლოდ ერთადერთ ღირებულებას - თავისუფლებას!" - ნათქვამია განცხადებაში.

Tbilisi Open Air დღეს, 21 ივნისს იწყება. რიგით მეათე, საიუბილეო ფესტივალზე ისეთ ბენდებსა და მუსიკოსებს მოისმენთ, როგორებიც არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Mics, მწვანე ოთახი, საერთო ჯამში 70-მდე მუსიკოსი.

Tbilisi Open Air-ზე 4 სცენა იმუშავებს;

ფესტივალის მთავარ სცენაზე 21 ივნისს Open Air-ის ჰედლაინერი Franz Ferdinand
წარდგება. ასევე, ქართველი არტისტები - MokuMoku, LOUDspeakers და წლის ნიუქამერი, ჯგუფი 4 Dimensional Monster Lobsters.

22 ივნისს Main Stage-ზე UNKLE-ის, Rhye-ს, მწვანე ოთახის მოსმენას შეძლებთ.

23 ივნისს კი Mogwai, The Subways, Michelle Gurevich, Salio იმღერებენ.

EYESTAGE ელექტრონული მუსიკასა და ვიზუალური ხელოვნების სცენაა, რომელიც
მეორე წელია Tbilisi Open Air-ზე ფუნქციონირებს. 21 ივნისს EYESTAGE-ზე Moritz Von
Oswald-ს, Tobias.-სა და Edit Select-ს მოისმენთ. 22 ივნისის ჰედლაინერი David August
იქნება, 23 ივნისს კი - Andrey Pushkarev და Matthew Dekay.

Garden Stage Psytrance სცენაა, რომელიც უკვე მეოთხე წელია Open Air-ზეა წარმოდგენილი. 21 ივნისის ჰედლაინერი 1200 Micrograms იქნება, 22 ივნისს - Pixel,
ხოლო 23 ივნისს - Freedom Fighters.

Singer Stage Tbilisi Open Air-ს მეორე წელია შეუერთდა. დღის განმავლობაში Signer-ის სცენა აკუსტიკურ პროექტებს ეთმობა, ღამით კი Singer Jazz Foundation-ის არტისტებს.

Singer Stage-ზე 21 ივნისს დღისთი პროექტ Newcomers-ის 2 რჩეული პროექტი წარდგება, 21 ივნისის ღამით მსმენელი დინი ვირსალაძის კვინტეტის მოსმენას შეძლებს.

23 ივნისს Singer Stage-ზე მოისმენთ რეზო კიკნაძის სექსტეტს. ასევე, თბილისი ნიუქამერსისგამარჯვებული 3 ბენდი - Explorers’ Vibe, Forest Rain და თორნიკე გაგოშვილი.

კომენტარები