Tbilisi Open Air

M.I.A., Aurora, Archive, La Femme – Tbilisi Open Air 2024-ის ლაინაფი ცნობილია

Tbilisi Open Air 2024-ის ლაინაფი ცნობილია. ღონისძიების ჰედლაინერები ბრიტანელი რეპერი, M.I.A., ნორვეგიელი მუსიკოსი, Aurora, იამაიკური წარმოშობის ამერიკელი შემსრულებელი, Masego და ინგლისური ჯგუფი, Archive იქნებიან. მათ გარდა, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ფრანგული ბენდი, La Femme, ამერიკული კოლექტივი She Wants Revenge, პოსტ-პანკ დუეტი, Lebanon Hanover და სხვები.

ფესტივალზე აგრეთვე წარდგებიან გერმანელი ელექტრონული მუსიკოსი, Ellen Allien, ნიდერლანდელი დიჯეი, Speedy J, იაპონელი პროდიუსერი, Ken Ishii და სხვა. ქართველი არტისტებიდან კი ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ LOUDspeakers, Killages, MokuMoku, Psychonaut 4, AVARA, Circus Mircus და სხვები.

ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს ტრადიციულ ლოკაციაზე, Lisi Wonderland-ში გაიმართება. ღონისძიებაზე სულ 4 სცენა და 60-ზე მეტი არტისტი იქნება წარმოდგენილი. წელს ფესტივალს KHIDI უერთდება და ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ სცენას სწორედ ეს კლუბი დაიკავებს.

ფესტივალის ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

კომენტარები