Tbilisi Open Air 2026-ის ლაინაფი ცნობილია. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანული როკ ბენდი Slowdive, ბელგიური ელექტრონული ჯგუფი Hooverphonic, ბელარუსული პოსტ-პანკ ჯგუფი Molchat Doma, ცნობილი შვედი მუსიკოსი Jay-Jay Johanson. მათ გარდა, მსმენელების წინაშე წარდგებიან ისრაელელი დიჯეი Ace Ventura, ჩილელი წარმოშობის გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი Matias Aguayo და სხვები.
ასევე, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი არტისტები, მათ შორის: Bedford Falls, SKAZZ, Kordz, MokuMoku, Mechanical Rainbow, არა, ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები, ლექსო რატიანის ბენდი და სხვები.
ფესტივალი 4 და 5 ივლისს ტრადიციულ ლოკაციაზე, Lisi Wonderland-ში გაიმართება, სადაც 3 სცენა იქნება წარმოდგენილი. ასევე, ადგილზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის მოეწყობა სპეციალური სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მსოფლიო ჩემპიონატის ოთხი მერვედფინალის ჩვენება გაიმართება. გარდა ამისა, იქნება ღვინის ფესტივალი და მოეწყობა არაერთი გასართობი სივრცე.
ფესტივალის ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი.





