Tbilisi Open Air 2024-ის ლაინაფი ცნობილია. ღონისძიებაზე მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, ბენდი BEDFORD FALLS, არა & ყველა feat. მერაბ სეფაშვილი, TAMADA & 4D MONSTER LOBSTERS feat. გიორგი უშიკიშვილი, KORDZ + ნანი ბრეგვაძე და სხვა ქართველი არტისტები იმღერებენ.
ფესტივალი 24 და 25 მაისს ტრადიციულ ლოკაციაზე, Lisi Wonderland-ში გაიმართება.
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს კი, ყველანი ერთად, თავისუფლების იდეით გაერთიანებულები შევხვდებით". - ნათქვამია ივენთის აღწერაში.
ფესტივალის ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი.





