აჭარის მთავრობა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მაია ხაჯიშვილი დაინიშნა

აჭარის ტელევიზია

აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განათლების, სპორტის და კულტურის ახალი მინისტრი წარადგინა. მინისტრად აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი მაია ხაჯიშვილი დაინიშნა.

"მაია ხაჯიშვილს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება. მას გავლილი აქვს ყველა ის ეტაპი, რომელიც საჭიროა განათლების სამინისტროს ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ასევე, მას ბოლო წლებში უმაღლეს საბჭოში მუშაობის გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, ის წარმატებით გაართმევს თავს",- თქვა რიჟვაძემ

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან მას შემდეგ გადააყენა, რაც მემედ აბაშიძის გამზირზე 26 მაისს მოწყობილი საზეიმო მსვლელობის დროს რუსეთის დროშები და წარწერა Russia გამოჩნდა, რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა.  ამის შემდეგ, ყოფილი მინისტრი ინგა შამილიშვილი მისი თანამდებობიდან გადაყენებას Facebook-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ თანამდებობის დაკარგვით არაფერი მთავრდება და გულშემატკივრებს მოკითხვისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მისივე თქმით, რუსულ იარლიყთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებას არ აპირებს. 

კომენტარები