ნანა კოსტავა

ძიძიგური ნანა კოსტავაზე: ვემიჯნები, ეს არაა არც მორალური, არც ქრისტიანული, არც პოლიტიკური

ცალსახად ვემიჯნები, არ შეიძლება ამაზე მეორე აზრი არსებობდეს, რომ როდესაც ადამიანები არიან ასეთ უბედურებაში მაშინ ასე ნიშნის მოგებით რაღაცა უპასუხოს ადამიანმა. ეს არ არის არც მორალური, არც ქრისტიანული, არც პოლიტიკური, არანაირ არაფერში არ ჯდება. დღეს მთელი დღის განმავლობაში იყო, ქუთაისის საკრებულოშიც, იყო რეგიონალურ ოფისებშიც ამ თემებზე მსჯელობა და საკრებულო იმსჯელებს ამ საკითხზე და გადაწყვეტილებას ისინი მიიღებენ. ვემიჯნებით რა თქმა უნდა, სრულიად არასასიამოვნო ამბავი მოხდა.  

ქართული ოცნების დეპუტატი ზვიად ძიძიგური ტვ.პირველის ეთერში ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრის ნანა კოსტავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც 30 მაისს იმ გოგოს ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა. ვიდეოში გოგოს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული, რითიც კომპანია "აიისას" საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. კოსტავამ აღწერაც დაურთო პოსტს: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"

კომენტარები