თბილისის საკრებულო

ჯიშკარიანი: წასვლის შესახებ რომ დავწერე, ნახევარმა ოცნებამ მომწერა ჩვენც დავტოვებთ პარტიასო

როცა სოციალურ ქსელში ჩემი ოცნებიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ დავწერე, ნახევარმა ქართულმა ოცნებამ მომწერა, რომ ჩვენც დავტოვებთ პარტიასო. პარტიის წევრებზეა საუბარი. მე ვთხოვემათ, რომ ეს პროცესი იყოს ღია და ყველა ვნახავთ მედიის საშუალებით.

საკრებულოს უმრავლესობის ყოფილი წევრი ჯაბა ჯიშკარიანი ტვ პირველის ეთერში. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ჯაბა ჯიშკარიანმა და ვატო შაქარიშვილმა უმრავლესობა და ქართული ოცნება გუშინ დატოვეს.

კომენტარები