ქალზე ძალადობა

ემზარ კვიციანი: ხშირად ქალი ღალატობს ქმარს, აქ რომ ხდება ძალადობა შეიძლება ამის გაგება

ძალადობა ცუდი რამეა რათქმაუნდა და არსებობს ქალბატონი, რომელიც არ იმსახურებს ძალადობას და არ იმსახურებს ხმამაღალ ნათქვამ სიტყვასაც, მაგრამ არსებობენ ქალები, რომლებიც დღეში 5-ჯერ ღალატობენ ქმრებს და ისინი არამარტო ხმამაღალ სიტყვას იმსახურებენ იმ მომენტში, მაშინ უნდა მიატოვოს და წავიდეს, მაგრამ არსებობს ეს ყველასთვის ცნობილი სიტყვა და გრძნობა, რასაც სიყვარული ქვია. ხშირად ხდება ისეთი რაღაცები, რომ კაცს უყვარს ქალი და ქალი ამ დროს ღალატობს ქმარს და აქ რომ ხდება ძალადობა რაღაცნაირად შეიძლება ამის გაგება, აფექტური მდგომარეობა მაქვს მხედველობაში, მაგრამ საერთო ჯამში ძალადობა ქალზე რათქმაუნდა არ მომწონს. 

ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის წევრმა ემზარ კვიციანმა იმედის ეთერში "სიცრუის დეტექტორში" ისაუბრა.

კომენტარები