ქალზე ძალადობა

თიანეთში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა

Tabula

თიანეთში, სოფელ ახალსოფელში, ქმარმა ცოლის დაწვა სცადა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. როგორც ცნობილია, ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები