ქალზე ძალადობა

X2 Development-ის დირექტორი ქალ მომხმარებელზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

სოფია მეფარიშვილი/ვალერიან კირკიტაძე
BeFunky

სამშენებლო კომპანია "X2 დეველოპმენტის" გენერალური დირექტორი, ვალერიან კირკიტაძე ქალ მომხმარებელზე, სოფია მეფარიშვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საქმე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

8 აპრილს სოფია მეფარიშვილმა TikTok-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც სავარაუდო ძალადობა იყო ასახული. ვიდეო ახლა სოციალურ ქსელში აღარ იძებნება და სავარაუდოდ, ძალადობის კადრების გამო, ის TikTok-მა დაბლოკა. როგორც მეფარიშვილი წერს, ვიდეოს აღსადგენად საჩივარი უკვე დაწერა.

მეფარიშვილი ახლა საავადმყოფოში იმყოფება და TikTok-ზე გამოქვეყნებულ ე.წ. სთორიში წერს, რომ კირკიტაძისთვის სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვს.

"ვალერიანი თუ ფულით გამოვა, დაანონსდება აქციები! არანაირი დანდობა, უმაღლესი სასჯელი!" - წერს მეფარიშვილი.

კომენტარები