ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში ხალხით სავსე ორ მეჩეთში ცეცხლი გახსნეს, არიან დაღუპულები

ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში, ხალხით სავსე ორ მეჩეთში ცეცხლი გახსნეს, არიან დაღუპულები. 

თავდამსხმელები - სამი კაცი და ერთი ქალი დააკავეს. პოლიციის კომისრის მაიკ ბუშის თქმით, შესაძლოა, ეჭვმიტანილთა რაოდენობა გაიზარდოს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილია 9-დან 27-მდე ადამიანი, თუმცა, პოლიცია დაღუპულთა რაოდენობას არ ასახელებს და აცხადებს, რომ "სიტუაცია ჯერ კიდევ ვითარდება".

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ეს ქვეყნის "ყველაზე ბნელი დღეა".

კომენტარები