კონორ მაკგრეგორი

მაიამის პოლიციამ კონორ მაკგრეგორი დააკავა

ირლანდიელი MMA-ს მებრძოლი კონორ მაკგრეგორი მაიამიში გულშემატკივარისთვის ტელეფონის დამსხვრევის გამო დააკავეს. ამის შესახებ BBC წერს.

მედიის ინფორმაციით, მაკრეგორმა ტელეფონი კაცს გამოსტაცა, რომელიც ფოტებს იღებდა. სპორტსმენმა ტელეფონი ჯერ დაამსხვრია და შემდეგ ნაწილები თან წაიღო. 

შემთხვევა მაიამის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. როგორც ცნობილია, მობილური ტელეფონის ფასი დაახლოებით 1000 დოლარია.

 

კომენტარები