კონორ მაკგრეგორი

კონორ მაკგრეგორი: გადავწყვიტე, რომ მებრძოლის კარიერა დავასრულო

MMA-ს ირლანდიელი სპორტსმენის კონორ მაკგრეგორის თქმით, მან თავისი სპორტული კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მაკგრეგორი Twitter-ზე წერს. 

"გადავწყვიტე, ჩემი მებრძოლის კარიერა დავასრულო. ყველას დიდი მადლობა ამ საოცარი მოგონებებისთვის. შესანიშნავი მოგზაურობა იყო. ეს ფოტო ლას ვეგასშია გადაღებული დედაჩემთან ერთად, როცა ერთერთი ტიტული მოვიგე. მეგ, მე შენ მიყვარხარ, რასაც ისურვებ ყველაფერი შენია!"- წერს მაკრეგორი

აღსანიშნავია, რომ მაკგრეგორმა წასვლის შესახებ ადრეც დაწერა, თუმცა, რამდენიმე დღეში გადაიფიქრა და ორთაბრძოლებს დაუბრუნდა. სპორტსმენმა ბოლოს 2019 წლის მარტში დაწერა წასვლაზე, თუმცა 2020 წლის იანვარში რინგზე გამარჯვებით დაბრუნდა. 

კომენტარები