კონორ მაკგრეგორი

კონორ მაკგრეგორმა ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა

კონორ მაკგრეგორი
Photo: BBC via PA Media

UFC-ის ორგზის ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

"ხანგრძლივი ფიქრისა და ოჯახთან საუბრის შემდეგ, ვხსნი ჩემს კანდიდატურას. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს არის სწორი გადაწყვეტილება". – განაცხადა მაკგრეგორმა.

მიმდინარე წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ MMA-ს მებრძოლი ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს კენჭის ყრას.

მაკგრეგორი ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის პრეზიდენტი გახდება, წინააღმდეგობას გაუწევს პარლამენტის მიერ ევროკავშირის საიმიგრაციო ხელშეკრულების მიღებას. 

ირლანდიამ ევროკავშირის მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების სრულად იმპლემენტაცია 2026 წლის 12 ივნისისთვის უნდა მოახდინოს. აღნიშნული ხელშეკრულებით, მიგრანტების ევროკავშირში მიღების "ტვირთი" გადანაწილდება ბლოკში შემავალ ყველა სახელმწიფოზე. 

"დღევანდელ დღესა და 2026 წლის 12 ივნისს შორის, პარლამენტის ორივე პალატამ რამდენიმე კანონი უნდა მიიღოს და შემდეგ მათ ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა. [...] ნებისმიერი სხვა საპრეზიდენტო კანდიდატი, რომლის წინ წამოწევასაც შეეცდებიან, არანაირ წინააღმდეგობას არ გაუწევს. ამას მე გავაკეთებ!" – წერს მაკგრეგორი.

ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს გაიმართება, კანდიდატების საბოლოო ვინაობა 24 სექტემბერს გახდება ცნობილი.

კომენტარები