კონორ მაკგრეგორი

კონორ მაკგრეგორს ხაბიბ ნურმაგომედოვთან რევანშის აღება სურს

Getty Images

კონორ მაკგრეგორს ხაბიბ ნურმაგომედოვთან კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა და ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება სურს. ამის შესახებ მან ESPN-ის ეთერში თქვა.  

მაკგრეგორის თქმით, მარცხი ბრძოლისთვის არასწორად მომზადებამ გამოიწვია.  

"მე ჩემი ტიტულის დაბრუნება რევანშის აღებით მინდა. ამ ბრძოლისთვის არასწორად მოვემზადე, თუმცა მისგან ბევრი რამ ვისწავლე",-თქვა კონორ მაკგრეგორმა.   

2019 წლის 7 ოქტომბერს რუსეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ ნურმაგომედოვთან გამართულ ბოლო ბრძოლაში ირლანდიელი დამარცხდა. დაუმარცხებელი ხაბიბისთვის 27-ე გამარჯვება აღმოჩნდა, კონორ მაკგრეგორისთვის კი ეს მე-4 მარცხი 21 გამარჯვების შემდეგ.

2019 წლის მარტში მაკგრეგორმა გულშემატკივრებს სპორტული კარიერის დასრულების შესახებ სოციალური ქსელით შეატყობინა. მაკგრეგორი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში (MMA) აპრილის თვეში დაბრუნდა

კომენტარები