სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მოხსენებით წარდგება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მოხსენებით წარდგება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, ზურაბიშვილი ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, მათ შორის, იმ საკითხებზე, რომლებზეც საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესია.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეკითხვების ფორმატი გათვალისწინებული არ არის.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციათა თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში. მათი გამოსვლის შემდეგ უკვე გათვალისწინებულია უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერთა გამოსვლები.

სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება ნაციონალური მოძრაობა. ისინი ამბობენ, რომ ზურაბიშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტია. 

პრეზიდენტის მოხსენებას მთავრობის წევრებთან ერთად, დაესწრება პრემიერი მამუკა ბახტაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე. 

კომენტარები