სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ქალი ლიდერის ყოლა საქართველოს უფრო მკვეთრად წარმოაჩენს მსოფლიო სცენაზე

ეს საქართველოს ისტორიასთან თანხვედრაშია იმიტომ, რომ საქართველოს ისტორიის მანძილზე ბევრი ძლიერი ქალი ჰყავდა. მაგრამ, ეს ასევე მნიშვნელოვანია დღევანდელ სამყაროში, რადგან მსოფლიოში ბევრი ქალი ლიდერი არ არის და ის, რომ საქართველოს ჰყავს ქალი ლიდერი უფრო მკვეთრად წარმოაჩენს საქართველოს მსოფლიო სცენაზე.

როგორც იცით, ევროპული ფესვები და განათლება მაქვს და დიდი ხნის მანძილზე ფრანგი და ევროპელი დიპლომატი ვიყავი და მე ვფიქრობ, და არა მხოლოდ მე, საქართველო ფიქრობს და ქართული საზოგადოება ერთიანია მისი ევროპული მომავლის საკითხზე. ეს კონსტიტუციაშიც ჩაიწერა და მე ამ საკონსტიტუციო ცვლილებაში მონაწილეობა მივიღე როგორც პარლამენტარმა. ჩვენ ეს მიზანი გვაქვს ჩაწერილი კონსტიტუციაში და ახლა, როგორც პრეზიდენტი, რომელაც კონსტიტუციით მთლი რიგი წარმომადგენლობითი უფლებები აქვს მინიჭებული, ჩემი გამოცდილებიდან, წარსულიდან და კონტაქტებიდან გამომდინარე, ვაპირებ, რომ საქართველოს ევროკავშირთად დაახლოების და ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭრი ვიყო. ჩვენ უკვე გვაქვს ასოცირების შეთანხმება და ვიზა-ლიბერალიზაცია, ამიტომ, ეს საქართველოს მოსახლეობისათვის ძალიან კონკრეტული ხდება. ეს არჩევნები იყო საქართველოს მოსახლეობის დეკლარაცია, რომ სურს უფრო სწრაფად დაუახლოვდეს ევროკავშირს და ჩვენ ვართ საუკეთესო შანსი ამისათვის და მე ვაპირებ, რომ გავამართლო მათი მოლოდინი.

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა i24NEWS-თან ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებზე და საქართველოს დასავლურ კურსზე ისაუბრა.

კომენტარები