სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: რუსეთმა პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც საქართველოსა და უკრაინაში ხდება

ვფიქრობ, რომ დღეს უკრაინაში არსებული კრიზისი საქართველოსათვის ძალიან სენსიტიურია. ჩვენ ორი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს, გვაქვს საოკუპაციო ხაზი, რომელიც ძალიან სენსიტიურია, რადგან ამ ხაზიდან ხალხს ყოველდღე იტაცებენ და ეს ხაზი მუდმივად მოძრაობს. ეს ძალიან დიდი ყოველდღიური და კონკრეტული საფრთხეა საქართველოს სტაბილურობისათვის. ამიტომ, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რა ხდება უკრაინაში და სოლიდარობას ვუცხადებთ მათ.

შავი ზღვის სტაბილურობა საქართველოსთვის ძლიან მნიშვნელოვანია და უკვე ვმუშაობთ ნატოსთან ერთად, რომელიც უსაფრთხოების კუთხით ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ნატოში ინტეგრაცია ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საქართველოს პირდაპირი მიზანია, რომელიც კონსტიტუციაშია ჩაწერილი. შავ ზღვაში ჩვენ გვჭირდება მეტი სტაბილურობა და ამას უნდა მივაღწიოთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად.

რუსეთმა პასუხი უნდა აგოს იმისათვის, რაც საქართველოსა და უკრაინაში ხდება. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საერთაშორისო საზოგადოების წევრობა ნიშნავს მის სტაბილურობაზე პასუხისმგებლობას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ძველ, საბჭოთა იმპერიალისტურ ძალასავით მოქცევა. ამაში რუსეთი ჩვენმა პარტნიორებმა უნდა დაარწმუნონ იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც მეზობლებს არ შეგვიძლია არასტაბილურობის მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრება, რასაც რუსეთი უქმნის თავის მეზობლებს. ასე უსაფრთხო სამყაროს ვერ შევქმნით.

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა i24NEWS-თან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსულ აგრესიასა და დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.

კომენტარები