ავიაკატასტროფა

ქალმა, რომლის საქმრო ავიაკატასტროფაში დაიღუპა, საქორწილო სურათები მარტომ გადაიღო

Instagram

ინდონეზიელმა ინტან სიარიმ, რომლის საქმრო Lion Air-ის რეისზე იმყოფებოდა, რომელიც ჯაკარტადან აფრენიდან მალევე ზღვაში ჩავარდა, საქორწილო სურათები მარტომ გადაიღო.

ინტან სიარის და რიო ნანდა პრატამას ქორწილი 11 ნოემბერს იგეგმებოდა და პრატამა დედაქალაქიდან სახლში სწორედ ამისათვის ბრუნდებოდა, თუმცა 29 ოქტომბერს ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.


ფოტო: Instagram

ინტან სიარის თქმით საქორწილო სურათების გადაღება მისი საქმროს სურვილი იყო მან ხუმრობით უთხრა კიდეც, რომ თუ ქორწილზე დააგვიანდებოდა სურათები მარტოს გადაეღო და მისთვის გაეგზავნა.


ფოტო: Instagram

პრატამასთან ერთად ბორტზე 188 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები