ტერორიზმი

მელბურნში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

Reuters

მელბურნში მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ავსტრალიის პოლიციის მიხედვით კაცი, რომელმაც მანქანის აფეთქება სცადა, დანით გამვლელებს დაეხსა თავს და 3 ადამიანი დაჭრა, ტერორისტული ჯგუფის იდეოლოგიის გავლენის ქვეშ იყო, თუმცა უცნობია, აქვს თუ არა დაჯგუფებასთან პირდაპირი კავშირი.

თავდამსხმელი 30 წლის ჰასან ხალიშ შირე ალია, რომელიც სომალში დაიბადა. მას 2015 წელს პასპორტი ჩამოართვეს, რადგან სირიაში გეგმავდა გამგზავრებას, თუმცა ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველად არ მიიჩნიეს. ის პოლიციასთან დაპირისპირებისას დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები