ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი: გადამწყვეტ მომენტებში უკეთესად ვითამაშე და ამიტომ მოვიგე

ჩინეთის ღია პირველობის გამარჯვებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში 23-ე ადგილზე გადავიდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია. 26 წლის სპორტსმენმა ფინალურ ორთაბრძოლაში მე-4 ჩოგანი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა და 733 320 დოლარი გამოიმუშავა.

"პეკინის ტურნირზე კარგ ფორმაში ვიყავი. ფინალურ მატჩში დელ პოტრო ავად იყო და ეს თამაშსაც ეტყობოდა. მიუხედავად ამისა, არგენტინელი საქმეს მირთულებდა და თითოეული ქულისთვის ბრძოლა მიწევდა. ფინალი სანახაობრივი გამოვიდა. პეკინის ტურნირი ერთ-ერთი გამორჩეულია და აქ გამარჯვება ბევრს ნიშნავს.

ბოლო 3-4 თვეა, დადებით შედეგებს ვაჩვენებ. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს მწვრთნელს - იან დე ვიტს, რომელიც აქტიურად მეხმარება. ფინალურ მატჩში გადამწყვეტ მომენტებში უკეთესად ვითამაშე და ამიტომაც გავიმარჯვე", - განაცხადა ფინალის შემდეგ ბასილაშვილმა.

პეკინის ტურნირის გარდა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა წელს ჰამბურგის პირველობაც მოიგო.

კომენტარები