საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქი: განათლებული და ურწმუნო ადამიანი საშიშია

სასულიერო სასწავლებელი არის ძვირფასი იმით, რომ სასულიერო სემინარია და აკადემია აძლევს ფართო განათლებას. ჩემთან სწავლობდნენ საშუალო სკოლაში ნიჭიერი ახალგაზრდები. ერთმა მათგანმა დაამთავრა ოქროს მედლით. მაშინ პირველი წელი იყო, რომ აჯილდოებდნენ ოქროს მედლით, მაგრამ ის გამოვიდა ექიმი ვიწრო მიმართულებით. სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ კი მოგვცა დიდი განათლება, ცოდნა. განათლება ძვირფასია იმ შემთხვევაში, როცა ის არის მორწუნე ადამიანის თვისება. განათლებული და ურწმუნო ადამიანი კი საშიშია

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქადაგებისას

კომენტარები