სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ავადმყოფებთან ერთად, უცხოეთში იზიდება უზარმაზარი რაოდენობის ბიუჯეტის ფული

ჯანდაცვის საკითხებს რაც შეეხება, ასევე მაჟორიტარობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან მძიმეა როდესაც ისმენ დღე და ღამე ვინ არის დაავადებული. ძირითადად ონკოლოგიური დაავადებებით და სთხოვენ დახმარებას რომ ჯერ საქართველოში, მაგრამ უფრო და უფრო ხშირად უცხოეთში და ეს კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული, თქვენც ჩემზე უკეთ იცით. მიდიან ხან თურქეთში, ხან გერმანიაში და ამათთან ერთად, ამ ავადმყოფებთან ერთად, რომლებიც მიდიან სიცოცხლის გადასარჩენად, იზიდება უზარმაზარი რაოდენობის, ჩვენი ბიუჯეტის თანხები. მობილიზაცია უნდა გავუკეთოთ და აქვე დავაარსოთ ის ონკოლოგიური ცენტრი, რომელიც საბჭოთა პერიოდში არსებობდა ავად თუ კარგად. 

სოფელ დიდ ჯიხაიშში საპრეზიდენტო კამპანიის პრეზენტაციისას თქვა სალომე ზურაბიშვილმა. სტილი დაცულია.

კომენტარები