ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში 30 ათასამდე მასწავლებელი გაიფიცა

ახალ ზელანდიაში ბოლო 24 წლის განმავლობაში პირველად, დაწყებითი და საშუალო სკოლის 30 ათასამდე მასწავლებელი გაიფიცა. ამის შესახებ The guardian წერს. 

მასწავლებლების მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდა და კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებაა. 

საპროტესტო აქციის გამო, ქვეყნის მასშტაბით ასობით სკოლა დაიხურა და სწავლა 400 ათასამდე მოსწავლეს შეუწყდა. იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პედაგოგები კიდევ 2-დღიანი გაფიცვის მოწყობას გეგმავენ.

გაფიცვას გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერმინისტრი და თქვა, რომ რადიკალური ცვლილებების გატარებას დრო სჭირდება. ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების კონკრეტული გეგმა ჯერ არ აქვს

კომენტარები