დავით ბაქრაძე

ბაქრაძე ზურაბიშვილზე: ოკუპანტის გამართლება არის უპასუხისმგებლობა

ქალბატონმა ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო პირველი განცხადებით, რომ 2008 წელის აგრესია დაიწყო საქართველომ. დღევანდელ ვითარებაში ოკუპანტის გამართლება და მისთვის დამატებითი არგუმენტის მიცემა, რომ დამნაშავე არის საქართველო და არა რუსეთი ყველაზე კარგ შემთხვევაში არის სრული უპასუხისმგებლობა და იმის დადასტურება, რომ ქალბატონ ზურაბიშვილს წარმოდგენა არ აქვს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესზე, წარმოდგენა არ აქვს რა ძირითადი ამოცანების წინაშე დგას დღეს საქართველოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკა. ამიტომ მე ველოდები რეაქციებს ქართული ოცნებისგან, რომლის კანდიდატიც იქნება სალომე ზურაბიშვილი. ეთანხმება თუარა ქართული ოცნება იმას, რომ 2008 წლის აგრესია დაიწყო საქართველომ, ეთანხმება თუარა იმას ქართული ოცნება, რომ რუსეთი, როგორც ოკუპანტი არ არის დამნაშავე 2008 წლის ტრაგედიაში, ასეულობით ათას დევნილში და ადგილნაცვალ ადამიანში, რომელიც დღეს საქართველოში გვყავს და ეთანხმება თუ არა ქართული ოცნება ქალბატონი ზურაბიშვილის ხედვას, რომ დამნაშავე 2008 წლის ეპიზოდში გახლავთ საქართველო, რომელმაც დაიწყო ეს სამხედრო ინციდენტი, მე ველოდები ქართული ოცნებისგან ამ ყველაფერზე პასუხს

თქვა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ სალომე ზურაბიშვილის 2008 წლის აგრესიაზე გაკეთებულ განცხადებაზე. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე, ვინ დაიწყო 2008 წელს ომი, საქართველომ თუ რუსეთმა, პასუხი ასე გასცა - "საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების."

კომენტარები