დავით ბაქრაძე

პრეზიდენტი სარჩელზე: საკონსტიტუციომ თავისი თქვას, ამას ველოდები მოუთმენლად

ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს ჩემი გადაწყვეტილება [ბაქრაძის გაეროში ელჩობაზე ხელის მოწერა], რომელსაც ერთი მხრივ, დეპოლარიზაციისთვის ხელი უნდა შეეწყო, ასე არ იქნა მიღებული, რადგან დღეს - ოხ, საკვირვება, მივიღე 7 წარდგენა, ისე რომ არც ერთი ის საიდუმლო ნაწილი კონსულტაციების არ ჩატარებულა და დამიდეს მაგიდაზე ეს 7 წარდგენა, რომელიც არის ერთგვარი პასუხი, ამ ჩემს გადაწყვეტილებაზე, ხელისუფლების მხრიდან და მემგონი საჭირო არის, უკვე ვეღარ მოითმენს სიტუაცია, რომ საკონსტიტუციომ განიხილოს ეს საკითხი, განიხილოს ტექსტები, განიხილოს არსებული პრაქტიკა და ის კონფიდენციალური დოკუმენტები, რაც გვაქვს და რაც ამტკიცებს, რომ მუდმივად იყო კონფიდენციალური კონსულტაციები, იმიტომ რომ პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლოდ ფაქსიმილიე, ამ დარგში მითუმეტეს, ამიტომ საკონსტიტუციომ თავისი თქვას და მე ამას ველოდები მოუთმენლად.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას ხელი მოაწერა, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელის გამოწვევა "ლოგიკური იყოს". 

კომენტარები