ინდოეთი

4-მა მილიონმა ადამიანმა შესაძლოა ინდოეთის მოქალაქეობა დაკარგოს

Reuters

ინდოეთში, მოქალაქეების რეგისტრაციის ეროვნულმა სამსახურმა იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ქვეყანაში 1971 წლის 26 მარტამდე ჩამოვიდნენ, იმ დღემდე, როცა ბანგლადეში შეიქმნა. ისინი კი, ვისაც შესაბამისი დოკუმენტები არ აქვს, ქვეყანას დატოვებენ. 

ინდოეთში ამბობენ, რომ ეს პროცესი აქ არალეგალურად მცხოვრები ბანგლადეშელი მიგრანტების დეპორტაციისთვის კეთდება. თუმცა, აღმოჩნდა, რომ საფრთხე აქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ჯგუფის, ასამის წარმომადგენლებსაც შეექმნათ. 

მთავრობა ამბობს, რომ ძალადობის საფრთხე არ არსებობს და დაუყოვნებლივი დეპორტაცია არავის ემუქრება. მათივე თქმით, გადაწყვეტილების გასაჩივრება ყველას შეეძლება, თუმცა ეს ნიშნავს მილიონობით ოჯახის გაურკვეველ მომავალს მანამ, სანამ ისინი ინდოეთში ცხოვრების უფლებას მიიღებენ. 

ადამიანები, რომლებსაც დეპორტაციის საფრთხე ემუქრება, არც ძალადობას გამორიცხავს. 

ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, რომლის ჰინდუ-ნაციონალისტური პარტია ქვეყანას მართავს, წარსულში თქვა, რომ არალეგალური მუსლიმი მოსახლეობა ქვეყნიდან დეპორტირებული იქნება.

კომენტარები