ცნობილი ადამიანები

ამერიკელი მოდელი კარლი კლოსი ჯოშუა კუშნერზე დაინიშნა

ABC News

ამერიკელი მოდელი კარლი კლოსი და ამერიკელი ბიზნესმენი ჯოშუა კუშნერი 6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაინიშნენ.

წყვილთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, კუშნერმა კლოსს ხელი რამდენიმე კვირის წინ, რომანტიულ ვახშამზე თხოვა.

დანიშვნის შესახებ ამერიკელმა მოდელმა საკუთარ ინსტაგრამზეც დაწერა.

"იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე ამის გამოსახატად სიტყვები მეყოფა. ჯოშ, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი და მონათესავე სული ხარ. ვერ ვითმან სულ ერთად ყოფნამდე. გეუბნები "კი"-ს მილიონზე მეტჯერ", - წერს კარლი კლოსი.

კომენტარები