სამაშველო ოპერაცია ტაილანდში

ავსტრალიელი ექიმი, რომელიც ტაილანდელ ბავშვებთან ერთად მღვიმეში დარჩა

ექიმი, რომელიც ტაილანდელ ბავშვებთან ერთად მღვიმეში დარჩა, ავსტრალიელი რიჩარდ ჰარისია. ამის შესახებ BBC წერს.

დაკარგულების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ექიმი შვებულებიდან სამსახურში დაბრუნდა და ტაილანდში მოხალისედ გაემგზავრა. 

ჰარისის გეგმის მიხედვით, გამოქვაბულიდან პირველები, ყველაზე სუსტები ამოიყვანეს, ხოლო თვითონ ჰარისი გადარჩენილების შემდეგ იყო ბოლო, ვინც გამოქვაბულიდან გამოვიდა.

ექიმები აცხადებენ, რომ თორმეტივე ბავშვის და მათი 25 წლის მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თითოეულმა მათგანმა გამოქვაბულში 10 დღე შიმშილისაგან ორი კილოგრამი დაიკლო. მხოლოდ ერთ ბავშვს აღმოაჩნდა ფილტვების ანთება. 

დაკარგულებს მაშველებმა 10 დღის შემდეგ მიაგნეს, მათი გამოყვანას კი დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდა. 

სამაშველო ოპერაციაში ტაილანდის საზღვაო ფლოტის 5 და 13 უცხოელი მყვინთავი მონაწილეობდა.

12 ფეხბურთელი, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა და მათი 25 წლის მწვრთნელი, რომლებიც ტაილანდის და მიანმარის საზღვართან მღვიმეების კომპლექსში დახლოებით ორი კვირის წინ დაიკარგნენ, მაშველებმა 10 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. 

23 ივნისს ტაილანდური საფეხბურთო გუნდის 12 ფეხბურთელი, მწვრთნელთან ერთად, ვარჯიშის შემდეგ, მღვიმეში შევიდა. ისინი ერთ-ერთი თანაგუნდელის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ

სეზონისთვის დამახასიათებელმა წვიმამ მღვიმე დატბორა და მათ 4 კილომეტრის სიღრმეში შესვლა მოუწიათ. 

სამძებრო სამუშაოებს მღვიმეებში აწეული წყლის დონე ართულებდა. დაკარგულები ბრიტანელმა მოხალისე მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა მათ გამოყვანა ამ დრომდე შეუძლებელი იყო.

მღვიმეების კომპლექსის შესასვლელიდან იმ გამოქვაბულამდე მიღწევისათვის, სადაც ბიჭები იმყოფებიან, გამოცდილ მყვინთავებს 3 საათი სჭირდებოდათ. გადაადგილებას წყალქვეშ დაბალი ხილვადობაც ართულებდა. 

სამაშველო ოპერაცია სრულ სიბნელეში სიარულს, ცოცვას, ცურვას და ყვინთვას გულისხმობდა. 

კომენტარები