სამაშველო ოპერაცია ტაილანდში

ტაილანდის მღვიმეების კომპლექსიდან ყველა ბავშვი და მწვრთნელი გამოიყვანეს

twitter

ტაილანდის მღვიმეების კომპლექსიდან ყველა ბავშვი და მწვრთნელი გამოიყვანეს 

ინფორმაცია ტაილანდის ფლოტმა დაადასტურა. 

ბავშვების და მწვრთნელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოქვაბულში რჩება ერთი ექიმი და სამი მაშველი. 

ტაილანდის მღვიმეების ნაკრძალში ბავშვებმა 18 დღე გაატარეს. 

დაკარგულებს მაშველებმა 10 დღის შემდეგ მიაგნეს, მათი გამოყვანას კი დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდა. 

სამაშველო ოპერაციაში ტაილანდის საზღვაო ფლოტის 5 და 13 უცხოელი მყვინთავი მონაწილეობდა.

12 ფეხბურთელი, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა და მათი 25 წლის მწვრთნელი, რომლებიც ტაილანდის და მიანმარის საზღვართან მღვიმეების კომპლექსში დახლოებით ორი კვირის წინ დაიკარგნენ, მაშველებმა 10 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. 

23 ივნისს ტაილანდური საფეხბურთო გუნდის 12 ფეხბურთელი, მწვრთნელთან ერთად, ვარჯიშის შემდეგ, მღვიმეში შევიდა. ისინი ერთ-ერთი თანაგუნდელის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ

სეზონისთვის დამახასიათებემა წვიმამ მღვიმე დატბორა და მათ 4 კილომეტრის სიღრმეში შესვლა მოუწიათ. 

სამძებრო სამუშაოებს მღვიმეებში აწეული წყლის დონე ართულებდა. დაკარგულები ბრიტანელმა მოხალისე მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა მათ გამოყვანა ამ დრომდე შეუძლებელი იყო.

მღვიმეების კომპლექსის შესასვლელიდან იმ გამოქვაბულამდე მიღწევისათვის, სადაც ბიჭები იმყოფებიან, გამოცდილ მყვინთავებს 3 საათი სჭირდებოდათ. გადაადგილებას წყალქვეშ დაბალი ხილვადობაც ართულებდა. 

სამაშველო ოპერაცია სრულ სიბნელეში სიარულს, ცოცვას, ცურვას და ყვინთვას გულისხმობდა. 

კომენტარები