ნიდერლანდები

De Telegraaf-ის ოფისში ფურგონი შევარდა და ცეცხლი წაეკიდა

ნიდერლანდებში უმსხვილესი ყოველდღიური გაზეთის De Telegraaf-ის ოფისში ფურგონი შევარდა და ცეცხლი წაეკიდა.

გავრცელებული ინფორმაციით,ინციდენტი ადილობრივი დროით, დილის 4 საათზე მოხდა.ფურგონი არც ისე დიდი სიჩქარით შევარდა შენობაში, ხოლო შემდეგ ცეცხლი წაეკიდა და დაიწვა. მეხანძრეებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს.

როდესაც პოლიცია მივიდა, მძღოლი ადგილზე აღარ იმყოფებოდა.სამართალდამცველების განცხადებით, ფაქტი განზრახ ჩაიდინეს. 

გამოცემის ოფისში ჩამტვრეულია მინები, მიმდინარეობს ზარალის შეფასება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში რედაქციის თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ და მხოლოდ დაცვის წევრები იყვნენ.

პოლიცია ფურგონის მძღოლს ეძებს.

კომენტარები