სამთავრობო ცვლილებები

ოცნების დეპუტატი კობერიძე: 3 საათის მანძილზე UNICEF-ის კვლევაზე ვსაუბრობდით

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. დეპუტატების თქმით, 3 საათის განმავლობაში მათ მხოლოდ "მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ" ​UNICEF-ის კვლევაზე ისაუბრეს სამთავრობო ცვლილებები კი არ განუხილავთ. 

"დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იყო UNICEF-ის მიერ წარმოდგენილი კვლევის მონაცემები, რომელიც ეხება იმ ძალიან მნიშვნელოვან თემატიკას, რაც არის ჩვენი მთავარი ორიენტირი მოსახლეობის კეთილდღეობასთან მიმართებაში და შესაბამისად იყო განხილული მონაცემები, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური, ვიმსჯელეთ, რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკაში კიდევ უფრო მეტად, რათა ეკონომიკის სწრაფი ზრდა და კეთილდღეობა იყოს მიღწეული. სამთავრობო ცვლილებებზე ან მის შესაძლებლობაზე დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. დღევანდელ შეხვედრაზე არც მინისტრის, არც მთავრობის სხვა რომელიმე წევრის გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა. 3 საათის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით იუნისეფის მონაცემებზე", - თქვა ქართული ოცნების წევრმა, ლევან კობერიძემ. 

გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები უნდა განეხილათ.

კომენტარები