ევროპული საქართველო

ბაქრაძე: ევროპულ საქართველოს აქვს გეგმა, რომლითაც მცირე ბიზნესი განვითარდება

ტაბულა

"ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გაუქმდეს გადასახადები და ხელი შეეწყოს მცირე ბიზნესის განვითარებას,"- ამბობს პარტია ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე მთავრობის მიერ მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. 

"კარგია ,რომ მთავრობამ გადმოდგა ნაბიჯი სწორი მიმართულებით და ამ გეგმის ნაწილს ახორციელებს. მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან რჩება მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები. მაგალითად, აუცილებელია დღგ-ს გადახდის ზღვრის გაზრდა, აუცილებელია სიმბოლური გადასახადის 1% -ის ბოლომდე გაუქმება, რადგან საგადასახადო სამსახურს არ ჰქონდეს ბერკეტი დააშინოს მცირე ბიზნესი. არის ბევრი ინიციატივა რომელიც არ არის გათვალისწინებული მთავრობის კანონპროექტში და ევროპული საქართველო ალტერნატივის სახით აყენებს", - ამბობს ბაქრაძე.

ევროპულმა საქართველომ 2017 წლის 16 მარტს პარლამენტში შეიტანა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. ინიციატივის მიხედვით, 2020 წლამდე ეტაპობრივად 10%-მდე უნდა შემცირებულიყო საშემოსავლო გადასახადი, ბენზინსა და დიზელზე განახევრებულიყო აქციზის გადასახადი. 10%-მდე შემცირებულიყო განაწილებული მოგების გადასახადი, ასევე დღეში 270 ლარზე მცირე ბრუნვის მქონე ბიზნესი სრულად გათავისუფლებულიყო გადასახადისგან. ქართულმა ოცნებამ ამ პროგრამას მხარი არ დაუჭირა.

ქართული ოცნების მიერ მიღებული საგადასახადო ცვლილებებით, მცირე ბიზნესის სტატუსი წლიური 100,000 ლარის ბრუნვიდან 500,000 ლარამდე გაიზარდა. ამასთანავე 5%-დან 1%-მდე შემცირდა მცირე მეწარმის ბრუნვის გადასახადი. 

კომენტარები