შეძრული ვარ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. მომხდარი კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს, რომ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს არ უწევდეთ სამუშაო ადგილებზე შრომა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და პრიორიტეტი, რომლის განსახორციელებლად ძალისხმევას არ დავიშურებთ. საქართველოს პარლამენტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ახლობლებს.
tbl.ge/2v7v
დაკოპირდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტყიბულის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება.
ამავე თემაზე
- ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთის ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
- ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბიათლონისტი ლაურა დალმაიერი პაკისტანის მთებში დაიღუპა
- უშბაზე ექსპედიციის დროს მთამსვლელი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა
- მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს
- მერია: ე.წ. ტიტანიკის კორპუსის სახურავიდან მოზარდი ლიფტის შახტში ჩავარდა




