ურეკში, სახლში განჩენილი ხანძრის შედეგად 90 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.