ევროვიზია

11 წელი ევროვიზიაზე - საქართველოს შედეგები კონკურსზე

eurovision

2018 წელს საქართველო ევროვიზიაზე მეთერთმეტედ გამოვა, ქვეყანას ჯგუფი ირაო წარადგენს (ნახეთ სიმღერა). გასული წლების განმავლობაში საქართველომ საუკეთესო შედეგი 2010 და 2011 წელს მიიღო, სოფო ნიჟარაძე და ჯგუფი Eldrine მეცხრე ადგილზე გავიდნენ. საქართველო კონკურსს ნახევარფინალიდან 2012, 2014 და 2017 წლებში გამოეთიშა.

საქართველოს შედეგები ევროვიზიაზე - ყველა სიმღერა

2007 წელი - სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიმსახურა სიმღერით Visionary Dream, კონკურსი ჰელსინკიში ჩატარდა

2008 წელი - დიანა ღურწკაიამ მე-11 ადგილი დაიკავა სიმღერით Peace Will Come, კონკურსი ბელგრადში ჩატარდა

2009 წელს საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი "სტეფანე და 3G" გახდა. ჯგუფს საქართველოს სახელით მოსკოვში გამართულ ევროფესტივალზე უნდა შეესრულებინა სიმღერა - Put In Disco. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ქართულ მხარეს სიმღერის შეცვლა შესთავაზა. მოგვიანებით, საქართველომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

2010 წელი - სოფო ნიჟარაძემ მეცხრე ადგილი დაიკავა სიმღერით Shine, კონკურსი ოსლოში ჩატრადრა

2011 წელი - ჯგუფი Eldrine სიმღერით One more day მეცხრე ადგილზე გავიდა, კონკურსი დიუსელდორფში ჩატარდ

2012 წელი - ანრი ჯოხაძე სიმღერა I'm a Joker-ით ნახევარფინალური ტურიდან გამოვარდა, კონკურსი ბაქოში ჩატარდა

2013 წელი - სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი სიმღერით Waterfall მეთხუთმეტე ადგილზე გავიდნენ, კონკურსი შვედეთში ჩატარდა

2014 წელი - The Shin & მარიკო ებრალიძე ევროფესტივალს ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშნენ, კონკურსი კოპენჰაგენში ჩატარდა

2015 წელი - მე-11 ადგილი, ნინა სუბლატი სიმღერით Warrior, კონკურსი ვენაში ჩატარდა

2016 წელი - ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz 22 ადგილზე გავიდნენ, კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდა

2017 წელი - თამარა გაჩეჩილაძე სიმღერით Keep the Faith ნახევარფინალიდან გამოვარდა, კონკურსი კიევში ჩატარდა

კომენტარები