2025 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისრაელის სახელით 24 წლის იუვალ რაფაელი იმღერებს.
რაფაელი 2023 წლის 7 ოქტომბერს, ჰამასის მიერ ორგანიზებულ ტერაქტს გადაურჩა.
მომღერალი მუსიკალურ ფესტივალ Nova-ზე იმყოფებოდა. თავდასხმის დროს, მან ათობით ადამიანთან ერთად ბომბსაფარს შეაფარა თავი.
მედიების ინფორმაციით ბომბსაფარში თავს 50 ადამიანი აფარებდა თავს, მათგან სიკვდილს მხოლოდ 12 გადაურჩა.
გამარჯვებული მუსიკალური კონკურსის, Next Star-ის ჟიურის წევრებმა გამოავლინეს.
"ვერ გამოვხატავ იმას, რამდენად აღელვებული ვარ! მადლობა თქვენ, რომ ნება მომეცით წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა შვეიცარიაში, ევროვიზიის გრანდიოზულ სცენაზე". – თქვა რაფაელმა.





